,,პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა“- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვში, საერთო საცხოვრებელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება. კულება მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთი განაგრძობს ევროპის ცენტრში ადამიანების მოკვლას. პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების აღმოჩენა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა“, – წერს კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

რუსებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს – დაიღუპა შვიდი ადამიანი – (mcm.ge)

მსგავსი თემები