რუსებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს – დაიღუპა შვიდი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს  ხარკოვზე. სალტოვკის რაიონში მდებარე  საერთო საცხოვრებელზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 პირი დაშავდა.

ამასთან, გამთენიისას რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ხარკოვის კიდევ რამდენიმე რაიონი. სლობოდის რაიონში დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი. დაშავებულთაგან ორი ბავშვია.

„სარაკეტო დარტყმა საერთო საცხოვრებელზე – ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას”- ვოლოდიმირ ზელენსკი – (mcm.ge)

 

მსგავსი თემები