ესტონეთი და დანია რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტენ

18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემასაც წყვეტს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, ქვეყანა რუსებისთვის სტუდენტური, სამუშაო და საქმიანი ვიზებისთვის საბუთების მიღებასაც შეწყვეტს.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას დანიაც წყვეტს.

მსგავსი თემები