უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს.
უკრაინის პრეზიდენტმა, „ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში“ განმარტა, თუ რატომ არ გამოაცხადა განგაში უკრაინის მთავრობამ ომის დაწყებამდე.
„ჩვენ რომ ეს გვეთქვა, ეს კი ზოგიერთ ადამიანს უნდოდა, რომლებსაც არ დავასახელებ, მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან, თვეში შვიდ მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როდესაც რუსები ნამდვილად დაგვესხნენ თავს, ისინი ჩვენ აგვიღებდნენ სამ დღეში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოქალაქეების მოსალოდნელი ომის შესახებ გაფრთხილება მასობრივ ქაოსს გამოიწვევდა.