ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში  უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 18 აგვისტოს ლვოვში შეხვდება.

„გენერალური მდივანი ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვოვში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა.

არსებული ინფორმაციით,  შეხვედრის შემდეგ ანტონიო გუტერეში ოდესაში ერთ-ერთ იმ ნავსადგურს ეწვევა, საიდანაც  ხორბლის ექსპორტი ხორციელდება.

მსგავსი თემები