„ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, მაშინ, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, – კადიროვი ისევ იმუქრება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი მსოფლიოს მიმართავს, რჩევას აძლევს და თან იმუქრება. როგორც კადიროვი განმარტავს, ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ იმეგობროს რუსეთთან, ეს იმ შემთხვევაში თუ მათ სურთ, „კბილები მთელი შერჩეთ“.

„დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა აარიდონ რუსეთის დაშლის სტრატეგიას და უნდა იფიქრონ, როგორ განავითარონ მასთან თანამშრომლობა. თანამედროვე რუსეთი დიდი ხანია აღარ არის „გორბაჩოვისეული რესპუბლიკების კავშირი“ და „ელცინის ტერიტორია, რომელიც აშენებულია პუტჩზე, დეფიციტსა და დეფოლტზე“.

ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია. დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ, იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცვული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით“ , – ასეთია კადიროვის რჩევა-დარიგება.

მისი ბოლო გზავნილი კი მუქარანარევი გაფრთხილებაა: „ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, – აცხადებს კადიროვი.

 

მსგავსი თემები