,,თავადაც 8 აგვისტოს აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია „ნაცების“ „პიარმა“ ასე გადაწყვიტა”- რატი იონათამიშვილი

,,თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია “ნაცების“ „პიარმა” ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა. სულ ასეთი “მართლები” და “პატრიოტები” არიან,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

დეპუტატის თქმით, წინა ხელისუფლებამ  ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვა და ხალხს წაგებული ომი აზეიმა.

„ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს – ზემო აფხაზეთი. 2008 წლის რვა აგვისტოს იძახეს, რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ჩართვა სურთ ამ მოვლენებშიო; ცხრაში ბრძანებულება გამოსცეს, რვაში გადმოკვეთა რუსულმა ჯარმა როკის გვირაბიო; ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს; თორმეტში წაგებული ომი აზეიმეს ხალხს, ორ თვეში რეზოლუციაზე მოუწერეს რუსებს ხელი – 7 აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური ბომბებით დავბომბეთო; ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გადამალეს, რომელთა მოძიება და სტრასბურგის მოგება ძლივს მოხერხდა 2013 წლის შემდეგ და ჩვენ გვეუბნებიან, მოღალატეები ხართ, რვაში რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო.

თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია “ნაცების“ „პიარმა” ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა. სულ ასეთი “მართლები” და “პატრიოტები” არიან!“,- წერს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი თემები