28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში,რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საგარეო უწყების ცნობით,  2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. 26-28 აპრილს, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.

მსგავსი თემები