,,უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია შეთანხმებას არ დაარღვევს”- დმიტრო კულება

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია არ დაარღვევს შეთანხმებას.

„თურქეთის პორტში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ჩასვლა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახისთვის იმედის სიგნალია. უკრაინა თქვენ არ დაგტოვებთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთამაშობთ „შიმშილის თამაშებს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, მარცვლეულის დერეფნის შემდგომ ფუნქციონირებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„თუ ის შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინული სურსათის ექსპორტი ჩვენი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკელი და აზიელი მეგობრებისთვის შემდგომშიც გააგრძელებს სტაბილურობის გარანტირებას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები