,,მან მიბიძგა დანაშაულისკენ, მე ეს განზრახ არ გამიკეთებია”- კოლეგის  განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ექიმი

,,დამნაშავედ კი ვგრძნობ თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ დამნაშავე იმიტომ, რომ მან მიბიძგა დანაშაულისკენ, მე ეს განზრახ არ გამიკეთებია,”- ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე, კოლეგის  განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ექიმმა განაცხადა.

თეიმურაზ ბეჟანიძის თქმით, მოკვლის მცდელობა აქ ჰქონია და  მან მხოლოდ შეშინების მიზნით გაისროლა, მოტივად კი სამსახურიდან გათავისუფლება დაასახელა.

,,მე მოკვლის მცდელობა არ მქონია, ეს გამორიცხულია, მინდოდა შეშინება და კუთხეში გავისროლე. ამ დროს ეტყობა ადგა და მხარში გაკრა თორემ, მე რომ მაგის მოკვლა მდომებოდა,  ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. ეს მოხდა შემთხვევით, შეშინების მიზნით, რომ მან სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამათავისუფლა. კონდენციონერის პულტი არ მივეცი რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემ ხელში გაზრდილი. არავითარი კონფლიქტი და შეხება არ გვქონდა… კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა,”- განაცხადა თეიმურაზ ბეჟანიძემ.

თეიმურაზ ბეჟანიძეს მოსამართლემ  აღკვეთის სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები