,,სამწუხაროდ, პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს.

მისივე თქმით, გიორგი კალანდარიშვილმა თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით.

„რაც შეეხება წარდგენა-არწარდგენის საკითხს, ცესკო-ს თავმჯდომარემ თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, რომელიც წლებია საჯარო სამსახურშია. მის წინააღმდეგ მათ შორის წინა არჩევნების დროს იყო დისკრიმინაციული კამპანია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი ამ გადაწყვეტილებით ამ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო. ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ. არ არსებობს არც ერთი შენიშვნა მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი, რომელიც მის კეთილსინდისიერებაში, პროფესიონალიზმში შეიტანდა ეჭვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამით საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს“, – განაცხადა შალვა  პაპაუშვილმა.

მსგავსი თემები