„ჩვენ მათ პირად სივრცეში არ ვიჭრებით, საზღვრებს არ უნდა გადავიდნენ“ – მამაო ლგბტ აღლუმზე

  •  

„საპატრიარქოს პოზიცია მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული. ვფიქრობ, საპატრიარქო თავის აზრს დააფიქსირებს,“ – აცხადებს მამა დავით ლასურაშვილი ლგბტ აღლუმთან დაკავშირებით.

როგორც მამაომ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უმცირესობების პირად სივრცეში არავინ იჭრება და არც მათ უნდა გადაკვეთონ საზღვარი.

„მოსახლეობას, რომელთა დიდი ნაწილი შეიძლება ჯერ არ ან ვერ იყოს ეკლესიის წევრი, აღმსარებელი ან მაზიარებელი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა, ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ზნეობის მაღიარებელია, მათ სრული უფლება აქვთ, საკუთარი პოზიცია გამოხატონ ხმამაღლა, შეუძლიათ ქუჩაშიც გამოვიდნენ და პროტესტი გააფიქსირონ, თუმცა კანონი არ უნდა დაარღვიონ“ – აცხადებს დავით ლასურაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან დაგეგმილ საპროტექსტო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში 18 მაისიდანაა დაგეგმილი. საუბარია სექსუალური უმცირესობების მიერ დაგეგმილი „მარშის“ საწინააღმდეგო ღონისძიებებზე.

რაც შეეხება ლგბტ აქტივისტებს, სასულიერო პირი მათ მოუწოდებს, იმოქმედონ ისე, რომ ზნეობას არ გადაუარონ: „თუ ვინმეს სხვაგვარად ცხოვრება უნდა, ეს მათი პირადი უფლებაა. ჩვენ არ ვიჭრებით მათ პირად სივრცეში და შეუძლიათ, თავიანთი უფლებები ისე გამოხატონ, საზოგადოებრივი ზნეობა არ დაარღვიონ, არ გადავიდნენ იმ საზღვრებში, რომელიც საზოგადოების მღელვარებას გამოიწვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სახელმწიფოს წინააღდეგ წასვლას უფრო ჰგავს, ვიდრე საკუთარი უფლებების დაფიქსირებას“.

მსგავსი თემები