თბილისში 10-მდე ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისის 10-მდე ქუჩას საქართველოს  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება.

მისივე თქმით, პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

,,ჩვენი გმირების სახელების უკვდავსაყოფად თბილისის საკრებულო, თბილისში მიანიჭებს და განახორციელებს სახელდებას ჩვენი გმირების სახელზე. პროცესი არის დაწყებული რამდენიმე წლის წინ და დღეს ვაგრძელებთ და კონკრეტულად დღევანდელი გადაწყვეტილებით, 10-მდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება მომავალში ჩვენს ქალაქში”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მსგავსი თემები