,,როცა ადამიანს მიახტები და ეტყვი: “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე და ისე უნდა გიქნა“, ეს არის სიბნელე და საშინელი გოიმობა”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეროვნული ნიშნით ადამიანის გამოყოფა ქსენოფობიური დამოკიდებულება და ,,გოიმობაა”.

,,როდესაც გამოყოფ ადამიანს იმიტომ, რომ რუსი ან სხვა ეროვნებისაა, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და მხოლოდ ეროვნული ნიშნით მიახტები და ეტყვი – “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე უნდა გიქნა და ისე”, ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობა”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები