,,ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი”- კობახიძე ნინო ლომჯარიაზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმიანება და მას ანტიომბუდსმენს უწოდებს. ამასთან, კობახიძე სახალხო დამცველის გაუგონარს უწოდებს.

„ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს წარმოუდგენელია. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით მან ეს დაადასტურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ” – ნინო ლომჯარია – (mcm.ge)

მსგავსი თემები