,,როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

,, როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი ეს არის გოიმობა. რაც შეეხება განცხადებებს და კანონის დარღვევას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ვინც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება, ამას რეაგირება ექნება. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები