,,დავიცავთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, რას ნიშნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობა” – ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის განცხადებით, შტატები დაიცავს ყველა იმ კანონმდებლობასა და შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, თუ  რა ნიშნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტატუს-კვო.

,,ჩემი აზიური ტურნე მიზნად სტატუს-ქვოს შეცვლას არ ემსახურება. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიურ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ჩინეთი ცდილობს, ტაივანის იზოლაცია მოახდინოს. ისინი შეიძლება შეეცადონ ხელი შეუშალონ ვიზიტებისგან, თუმცა ჩვენი იქ ვიზიტის აკრძალვით მის იზოლაციას ვერ მოახერხებენ. ამის უფლებას არ მივცემთ. ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ტაივანთან ძლიერი და მჭიდროა. ჩვენ დავიცავთ ყველა იმ კანონმდებლობასა და შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, თუ რა არის ჩვენი ურთიერთობა და რა ნიშნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტატუს-კვო,”- განაცხადა ნენსი პელოსმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.

მსგავსი თემები