,,თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდეროს, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართული სასამართლოს მთავარი პრობლემა, დამოუკიდებლობის არქონაა. მისი თქმით, თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო.

„მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში სასამართლოს აქვს, ეს არის დამოუკიდებლობა. თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო – უბრალოდ, შენობას გარედან აწერია სასამართლო. ჩვენ მხოლოდ ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი. შენობას გარედან სასამართლო რომ აწერია, ნამდვილი სასამართლო უნდა გავხადოთ. სამუშაო ჯგუფებში ვეცდები, გავიგო, რა ჰგონია ხელისუფლებას პრობლემა და რის გამოსწორებას აპირებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები