,,მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ, მიმდინარეობს ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია. მისი თქმით,  აღნიშნული კამპანია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

,,თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა, შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსრიდა, როდესაც საქართველოში 3 წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს, თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ, ქსენოფობია და შოვინიზმი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები