,,სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნის უკან საქართველოს ომში ჩართვის მიზანი დგას”- ირაკლი კობახიძე

,,ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანი არის რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში,”- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოში , რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს.

,,ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანი არის რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში, ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, პირდაპირ გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა, ახლა ცდილობენ ირიბი გზით გააღვივონ აგრესია საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ”,- აღნიშნავს ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

მსგავსი თემები