,,რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით”- დიმიტრი პესკოვი

,,რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 2014 წელს ხელისუფლების ცვლა უკრაინაში და მოახდინა მოსკოვის პროვოცირება საკუთარი საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მოახლოებით,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, მსოფლიო წესრიგისთვის საფრთხეს არა რუსეთი, არამედ ,,ნატო” წარმოადგენს.

„ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში – ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს, მიუხედავად გარანტიებისა, რომლებსაც იძლეოდნენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი თემები