„ვაღიარებ, ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“ – ბრალდებული 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ჭრილობები მან მიაყენა კუკავას.

„ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, – განაცხადა  დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 8 პირი. სასამართლო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა რვავე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მსგავსი თემები