პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – ქართველებს გერმანიაში არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდათ

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთი-გერმანიის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად გადაყვანას ცდილობდნენ.

მათივე ცნობით, ქართველებს გერმანიაში 38 მიგრანტი 4 მანქანის დახმარებით გადაჰყავდათ, საიდანაც 37 თურქეთის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი ავღანეთის მოქალაქე.. მათგან არცერთს პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალური უფლება არ ჰქონდა.

მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა გზისპირა კონტროლის მიზნით, ჟაგანის რაიონის ერთ-ერთ გზაზე დააკავეს 2 ფოლკსვაგენი, მერსედესი და ჯიპი პოლონური და გერმანული სარეგისტრაციო ნომრებით. აღმოჩნდა, რომ მანქანებს 28-დან 46 წლამდე ქართველები მართავდნენ.

საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზების ფაქტზე 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი თემები