„ქართული მარში“ ტრამპთან უფრო ახლოა, ვიდრე პუტინთან – სანდრო ბრეგაძე

„მესამე ძალის ჩანასახი არსებობს, თუმცა „ქართული მარში“ ჩართული არ არის“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს განაცხადა.

ბრეგაძე, სამომავლოდ, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ „ქართული მარში“ ტრამპის პოლიტიკასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე პუტინთან.

„არის ჩანასახი, ქვეყანაში მესამე ძალა შეიქმნას. რამდენიმე პოლიტიკური გუნდი ცდილობს, გარკვეული ეროვნული ძალების გაერთიანებას. ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩაბმული ამ ეტაპზე, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დასახვეწი და ჩამოსაყალიბებელია. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიასთან“ თანამშრომლობას, დღეს ეს თემა არ განიხილება. „ქართული მარში“ არც პრო რუსული, არც პრო თურქული და არც პრო მონღოლური ძალა არ არის. ჩვენ ვართ ქართული ძალა, რომლესაც უცხოეთიდან დაფინანსება არასდროს მიუღია. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ჩვენი გზა ბევრად უფრო ახლოს არის ტრამპის პოლიტიკასთან, ვიდრე პუტინის პოლიტიკასთან, ამ ეტაპზე და, ალბათ, მომავალშიც“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები