,,არახამია გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით – მიზანი არის საქართველოს დაზიანება, ქვეყნის ომში ჩართვა”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას გაფრთხილებას ეხმიანება, რომლის თანახმად, სანქციები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. მდინარაძის თქმით, არახამია გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით და მისი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა.

,,სამწუხაროდ ჩემი უკრაინელი კოლეგა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით და ეს თავდასხმა ხდება მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ომია. რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და ამ ადამიანს სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო. საქართველოს პიარით არის დაკავებული, თავისი უბინძურესი მესიჯბოქსით, ნაცმოძრაობის მათი ლობისტების, თუ დავალების მიმცემების კვალდაკვალ და ნაცები აყოლილები არიან ამ მესიჯებს. მთავარი მიზანი რა არის იცით? მიზანი არის საქართველოს დაზიანება. “ქართული ოცნების” ნაცმოძრაობით ჩანაცვლება, ამ ქვეყნის ომში ჩართვა, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ბიჭებო, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე”- დავით არახამია – (mcm.ge)

მსგავსი თემები