ევროკავშირმა ,,მაიმუნის ყვავილის” საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ევროკავშირმა ,,მაიმუნის ყვავილის” საწინააღმდეგო ჩუტყვავილას ვაქცინა დაამტკიცა. აღნიშნული  გადაწყვეტილება ევროკავშირმა  მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ვირუსის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ავტორიზაცია კომპანია Imvanex- ს მიენიჭა და დამკიცება ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში იმოქმედებს.

ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა. დაავადება ძირითადად აფრიკაში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს არსებულ ქვეყნებში გვხვდება. ამ დროისთვის კი ვირუსის ორი ძირითადი შტამი არსებობს – დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. ცნობილია ისიც, რომ დასავლეთ აფრიკული შტამი შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით გამოირჩევა.

მსგავსი თემები