რომის პაპს სურვილი აქვს, ომში მყოფ ქვეყანაში ჩავიდეს

რომის პაპი უკვე მეორედ აფიქსირებს, რომ სურვილი აქვს, უკრაინაში ჩავიდეს. „დიდი სურვილი მაქვს კიევში წავიდე” , – განუცხადა პაპმა მედიის კითხვის საპასუხოდ.

პაპმა ფრანცისკემ რუსეთს არაერთხელ მოუწოდა შეეწყვიტა ეს სასტიკი ომი, სადაც ადამიანები იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ. მან უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სასტიკი და უაზრო აგრესიული ომი უწოდა და რუსეთი დაადანაშაულა.

მსგავსი თემები