მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ახალციხიდან თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა, გადაბრუნდა. სამარშრუტო ტაქსიში 14-მდე ადამიანი იმყოფებოდა, არიან დაშავებულები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.