„მეტი ადამიანი დაიღუპება და უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული ვითარება“ – სერგეი ლავროვი

რუსეთი წინააღმდეგი არ არის, უკრაინასთან მოლაპარაკებები აღდგეს. სერგეი ლავროვი უკრაინასთან დიალოგის პროცესზე ალაპარაკდა. როგოც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთი წინააღმდეგი არ არის, შეხვედრების ფორმატი განახლდეს.

„ჩვენ არ გვაქვს უარყოფითი აზრი იმაზე, რომ აღვადგინოთ მოლაპარაკებები, თუმცა, საკითხი ჩვენზე არ არის დამოკიდებული.  უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტით დაწყებული, უამრავი რაოდენობის მრჩევლებით დამთავრებული, გამუდმებით აცხადებს, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს  დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას, მით უარესია უკრაინელი ხალხისთვის.

„რაც უფრო მეტხანს განაგრძობენ ისინი უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლის მოთხოვნას, ამასთან, ჩვენ ყველას გვესმის, როგორი და ვისი აღსასრული დადგება, მეტი ადამიანი დაიღუპება და უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული ვითარება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, არ არის სასარგებლო უკრაინელი ხალხისთვის“ – ასეთია ლავროვის გზავნილი.

 

მსგავსი თემები