უკრაინისთვის 270 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტი დამტკიცდა

ომში მყოფი უკრაინა ამერიკისგან მორიგ, უმსხვილესი დახმარების პაკეტს მიიღებს. საუბარია 270 მილიონი დოლარის მოცულობაზე.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, საუბარია სამხედრო დახმარებაზე, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.

ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებ სისტემას, 36 000 ერთეულ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანსატანკო სისტემებს და 580 ერთეულ Phoenix Ghost-ის ტიპის დრონს.

 

 

მსგავსი თემები