„კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია, ეს რუსეთს დასვენების შესაძლებლობას მისცემს“ – პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის „გაყინვის“ შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, ომის გაყინვა სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის, რომ მას დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა იგივეა, რაც  პაუზა. ამას რუსეთი დასვენებისთვის გამოიყენებს. ისინი ამ პაუზას არ გამოიყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად, ან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პრეტენზიებზე უარის თქმისთვის. ამ, ვეშაპმა  უკვე გადაყლაპა უკრაინის ორი რეგიონი და ახლა ამბობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით, ახლა უკვე უკრაინელებს არ სურთ რუსეთთან მოლაპარაკება.

„საზოგადოებას სჯერა, რომ ჯერ ყველა ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს, ამის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო საუკუნეებში“ – ასეთია ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია.

მსგავსი თემები