ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლება ახალ ლეგიტიმაციას მიიღებს – “თავისუფალი დემოკრატები”

პარტია “​თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის განცხადებით, მათი პარტია გაერთიანებულ ოპოზიციასთან დღევანდელ კონსულტაციებში არ მონაწილეობს და მსგავსი შეთაბაზება არც  მიუღიათ.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა შავგულიძემ განაცხადა,  ჩატარდა ძალიან ცუდი არჩევნები და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში.

„მეტად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. არჩევნების შემდეგ შეიქმნა ვითარება, რომ ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც მეორე ტურში გავიდა  გაერთიანებული პოზიციაა, სადაც დომინირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აყენებს საკითხს, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო წესით,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, რადგან ამომრჩეველი ისევ ორი არჩევანის წინაშე დადგება – „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართლი ოცნება”, მაშინ, როდესაც სახეზეა სულ უფრო მზარდი მოთხონა ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა “ქართულმა ოცნებამ” თავის სასიკეთოდ გამოიყენოს, ის ისევ მაჟორიტარული სისტემით ჩაატაროს და ამით გაიხანგრძლივოს ლეგიტიმაცია. ამიტომ, შალვა შავგულიძის მოზარებით, საჭიროა ოპოზიციამ თავისი მოთხოვნა ამგვარად ჩამოაყალიბოს – პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები პროპორციული წესით.

“სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ წაგებული დარჩეს ქვეყნის განვითარების ინტერესებიც და ოპოზიციის ინტერესებიც,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

იგი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს დროებით გადადონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა და ხელისუფლებასთან დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

„მოვუწოდებთ სრულია ოპოზიციას, დროებით გადავდოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა  და ამ ორ საკითხს ერთად ნუ დავაყენებთ, რადგან ეს შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული ხელისუფლების მიერ.​ ხელისფლებისგან მოვითხოვოთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

 

მსგავსი თემები