ევროპარლამენტარი დეოლიგარქიაზე საუბრობს და მეტ განმარტებებს იძლევა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ  დეოლიგარქიზაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი.

„ვფიქრობ, დეოლიგარქიზაცია  უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი. ეს ასევე მოიცავს ინკლუზიურობას. მნიშვნელოვან პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ იყოს გამჭვირვალე და არავის, არც რომელიმე ინსტიტუციას ან პოლიტიკურ პარტიას, ჯგუფს, არ აძლევდეს პროცესის მონოპოლიზების საშუალებას. ვფიქრობ, ეს არის სისტემური საკითხი“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა პარლამენტში.

მან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი პროცესია.

„როგოც მმართველ პარტიას აქვს გეგმა, როგორც ჩანს, გეგმა აქვს ოპოზიციურ პარტიასაც. არასამთავრობოებს აქვთ მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება კარგად კოორდინირებული პროცედურა. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს თავისი როლი აქვს: პრეზიდენტს, პარლამენტს, პარლამენტის სპიკერს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური პროცესი“ – აცხადებს ევროპარლამენტარი.

 

მსგავსი თემები