„აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავრთოთ“ – ევროპარლამენტარი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ ვალდებულებები შესასრულებელია.

როგორც ევროდეპუტატმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, აქ იმყოფება ქვეყნის მხარდასაჭერად და არა ომში ჩასართავად, როგორც ამას მმართველი გუნდის წევრები მიანიშნებენ.

„არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მაგიდაზე დევს. ჩვენ ყველამ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ თქვენს ქვეყანაში, პერსონალურად, პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად. გვსურს, რომ ის, რაზედაც შეთანხმება მოხდა, მაგალითად შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, შესრულდეს, ეს არის ევროკავშირთან ურთიერთობების საფუძველი. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ჩვენ აქ ვართ არა იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავრთოთ,  პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, რაც არის გზა ევროკავშირისკენ“, – აღნიშნა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარმა.

 

მსგავსი თემები