„როგორ შეიძლება საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი?!“ – ევროპარლამენტარი საქარველოს პარლამენტში

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში იმყოფებიან და ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. როგორც დევიდ მაკკალისტერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა საქმე ეხება კითხვას – როგორ შეიძლება საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„ევროკომისიამ შეადგინა დასკვნა, სადაც შემოთავაზებულია 12 რეკომენდაცია. ახლა საუბარია საქართველოს მიერ ამ 12 რეკომენდაციას შესასრულებლად მუშაობაზე. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი გზავნილი არის ის, რომ მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, მთავრობას, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს, რომ იმუშაონ ერთად ამ 12 რეკომენდაციის სწრაფად შესასრულებლად. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეეცადოს, რომ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ჰქონდეთ და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

მსგავსი თემები