„ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს“ – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე  გიორგი გახარია მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს. როგორც გახარია აცხადებს, ელჩების ბულინგი მიუღებელია. ‘

„აშშ-ს ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის მუშაობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში.

,,კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები