„ჩამოვედით არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შესაფასებლად, არამედ, პოლიტიკური მოვლენების დასაკვირვებლად“ – ევროპარლამენტარი

საქართველოში ვიზიტად მყოფი ერთ-ერთი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანი მხოლოდ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შეფასება არ არის. როგორც სვენ მაქსერი აცხადებს, ქვეყანაში  პოლიტიკურ ვითარაბასაც სათანადო შეფასება სჭირდება.

„საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ გამართოს ყოველდღიური პოლიტიკური მსჯელობა და იმუშაოს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ლეგიტიმური მისწრაფების განხორციელებაზე, რომ ოცნება, ევროკავშირის წევრობაზე ასრულდეს. აქ ვიმყოფებით არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულების შესაფასებლად, არამედ საქართველოში არსებული სიტუაციისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დასაკვირვებლადაც. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით, საუკეთესო რჩევის მისაცემად“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დელეგაცია, ამ წუთებში, შეხვედრას პარლამენტში მართავს.

 

მსგავსი თემები