ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო. მისი თქმით, კანადა  განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

„სანქციები მიმართულია პუტინისა და მისი თანაშემწეების მიმართ და არ არის განკუთვნილი ჩვენი მოკავშირეებისა და მათი მოსახლეობისთვის ზიანის მისაყენებლად“, – განაცხადა ტრუდომ.

ცნობისთვის, მილსადენის ტურბინის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოწვეული პრობლემების გამო, რუსეთმა გასულ კვირას ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა და მიზეზად ტურბინის არქონა დაასახელა. კანადამ კი გერმანიისთვის „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის გაზსადენის შეკეთებული ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

 

მსგავსი თემები