მსოფლიო ქვეყნებს შორის ისრაელი გამორჩეული აღმოჩნდა, რომელმაც ყველას დაასწორო და კოვიდ ვაქცინების გამოყენებით მაქსიმუმს მიაღწია. ამ ეტაპისთვის, ისრაელის მოსახლეობის 25%-მა ვაქცინა გაიკეთა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელში „კოვიდ 19“-ის ვაქცინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა და ვაქცინაცია სწრაფი ტემპებით გრძელდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, მსოფლიოში ისრაელი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსს სწრაფად დაამარცხებს.