ვოლოდიმირ ზელენსკი მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს

„ვემზადები მომავალი კვირისთვის, იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან“, – აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ელჩების გათავისუფლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მორიგი როტაცია იყო.

„რუსეთი დარტყმებს საცხოვრებელ სექტორზე ახორციელებს. ეს ხდება აბსოლუტურად შეგნებულად, განზრახ, სახლების, სამოქალაქო ობიექტების, ხალხის წინააღმდეგ. არიან დაშავებულები, დაღუპულები, დაჭრილები. რუსული არტილერიის სასტიკი დარტყმები დონბასში ერთი დღეც არ წყდება – სლავიანსკის, ბახმუტის, ავდეევკას მიმართულებით“, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ოთხი ქვეყნიდან ელჩები გაათავისუფლა.

 

მსგავსი თემები