უსასყიდლო გრანტები უკრაინისთვის

1,7 მილიარდი დოლარი ის თანხაა, რომელსაც უკრაინა უსასყიდლო გრანტის სახით მიიღებს. ეს კი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD), საერთაშორისო განვითარების ასოციაციისა და USAID-ის ერთი დონორის ნდობის ფონდის მეშვეობით მოხდება, რომელიც ახლა შეიქმნა.

ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. პრემიერის ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი უკვე დამტკიცებულია.

„გრანტის მოზიდვა  უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უსასყიდლოდ მოხდება, უკან დაბრუნების გარეშე, USAID-სგან IBRD-ისა და IDA-ს მხარდაჭერით…  წლის ბოლომდე კი უკრაინა კიდევ 20 მილიარდიან  დახმარებას და მხარდაჭერას მიიღებს“ – განაცხადა პრემიერმა შმიგალმა.

 

მსგავსი თემები