ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ინფორმაციას ამის შესახებ ,,CNN” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას და მას სჯერა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება.

ამასთან, ჯონსონმა ზელენსკის განუცხადა, რომ  ბრიტანეთის მიერ გაგზავნილი უახლესი  სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის 10 თვითმავალი საარტილერიო სისტემა და მოძრავი საბრძოლო მასალები, უკრაინაში მალე ჩავა.

მსგავსი თემები