,,საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ”- შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აქვს დრო ოპოზიციას,  საპარლამენტო მანდატების დასატოვებლად.

მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„ისევ და ისევ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია, კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გათვლით, რომ ივანიშვილი გამოძვრეს უკვე ფაქტობრივად დაწყებული სანქციებიდან, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიაღწიოს 2024 წლამდე, შემდგომში იგივე ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობით. გაფრთხილებთ – ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, დატოვოთ მანდატები და შეუერთდეთ ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნას, რაც უმოკლეს ხანში საბოლოოდ ჩამოშლის რეჟიმს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი თემები