„პური და პირველადი მოხმარების საგნები ავტომატურად გაძვირდება“ – დავით დოლბაძე „მედიაცენტრ მთავარში“  

„გვაქვს 2 წისქვილკომბინატი თბილისსა და გორში. ფაქტიურად, გავაჩერეთ წარმოება გორის კომბინატში და შევამცირეთ კადრები თბილისის წისქვილკომბინატში. ამავე ხერხეს მიმართა მრავალმა წისქვილკომბინატმა“ –  ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“  წისქვილკომბინატაგროექსპორტის” გენერალურმა დირექტორმა დავით დოლბაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ დარგი გაქრობის პირასაა.

„ჩვენი პრობლემაა რუსული ხორბლის ტარიფები და მცურავი ბაჟი. პრობლემა საკმაოდ აქტუალურია უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. მცურავი ბაჟი დღევანდელი მდგომარეობით 98 დოლარს შეადგენს 1  ტონა ხორბალზე, რაც არაკონკურეტულ პირობებს უქმნის ქართულ წარმოებებს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. რუსული ფქვილი დღითიდღე ანაცვლებს საქართველოში წარმოებულ ფქვილს“ – აღნიშნა დოლბაძემ მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, წისქვილკომბინატების მუშაობას აზრი არ აქვს, რადგანაც ხორბლის შემოტანა შემცირებულია.

„დღეის მდგომარეობით დახურულია დაახლოებით 10 წისქვილკომბინატი და დარგი მთლიანად არის დახურვის და გაქრობის წინაშე. გამოსავალი შემდეგია – გადაიხედოს არსებული მიდგომები და დაწესდეს სარკისებური ბაჟი იმპორტირებულ ფქვილზე, ისევე როგორც იმპორტირებულ ხორბალზე. სხვა შემთხვევაში დარგი გაჩერდება. რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოიწვევს მომიჯნავე დარგების – მეცხოველეობის და მეფრინველეობის დარგების გაქრობას და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კატასტროფულად აისახება პორველადი პროდუქტების ფასებზე  –  პურსა და სხვა პროდუქტებზე“ – განაცხადა დავით დოლბაძემ მედიაცენტრ მთავარში“.

“დარგი გაჩერების წინაშეა” – დავით დოლბაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები