შვეიცარიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის გრძელვადიანი აღდგენისთვის პრინციპები შეიმუშავეს

შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს რიგი პრინციპები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის აღდგენას, გრძელვადიან პერსპექტივაში.

აღნიშნილი პრინციპები, ორდღიანი კონფერენციის შემდეგ მიიღეს, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა.

„ლუგანოში, ჩვენ დავიწყეთ უკრაინის აღდგენის პროცესი საერთაშორისო დონეზე და ჩამოვაყალიბეთ აღდგენის პრინციპები. დეკლარაცია ითვალისწინებს გრძელვადიან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას, რაც მოამზადებს უკრაინას ომის შემდგომი პერიოდისთვის. ეს  მისცემს უკრაინელ ხალხს იმედს და დაარწმუნებს, რომ ისინი მარტონი არ არიან”- განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნაციო კასისმა.

შეგახსენებთ, ორშაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის დაახლოებით 750 მილიარდი დოლარია საჭირო.

მსგავსი თემები