სარაკეტო იერიში სლოვიანსკზე – დაიღუპა სულ მცირე ექვსი ადამიანი

დონეცკის ოლქის საჯარო ინფორმაციისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტეტიანა ტიურინას განცხადებით, კვირას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკის დაბომბვისას სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

უკრაინის დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა კვირა დილით ახლომდებარე ქალაქ კრამატორსკს სამი სარაკეტო დარტყმა მიაყენა, რასაც  მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი კომპლექსი და საცხოვრებლის გზის ნაწილი.

“მეორე დღეა, ოკუპანტები ბომბავენ კრამატორსკს SMERCH-ის საზენიტო რაკეტებით. ისინი ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა კრამატორსკის მერმა, ალექსანდრე ჰონჩარენკომ.

მსგავსი თემები