,,აშკარად დაინახა საზოგადოებამ, რომ რეალურად აქციის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა”- მიხეილ სარჯველაძე

,,აშკარად ჩანს, რომ თავიდან გაცხადებული დებულება, თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამან ყოველგვარი რესურსი ამოწურა,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ 3 ივლისს გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის უკან ნაციონალური მოძრაობა და ის ადამიანები დგანან,  რომლებსაც სურთ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ დესტრუქციული სქემების გათამაშებით.

,,დღითიდღე ნაკლები და ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს აქციის ორგანიზატორებს. აშკარად ჩანს, რომ თავიდან გაცხადებული დებულება, თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამან ყოველგვარი რესურსი ამოწურა და შესაბამისად, აშკარად დაინახა საზოგადოებამ, რომ რეალურად ამის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა და ადამიანები, რომლებიც განწყობილი არიან წყურვილით, რომ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ დესტრუქციული სქემების გათამაშებით,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სახალხო მოძრაობის მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ, დეპუტატი უსაფუძვლოს უწოდებს.

,,რაც შეეხება პრემიერის გადადგომის მოთხოვნას, ამასაც არ გააჩნია საფუძველი წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებებდა კონკრეტული მიზეზი, რომელზეც იტყოდნენ, რომ ამაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ასეთი მოთხოვნის წამოყენება”,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები