რუსულმა ძალებმა ნიკოლაევში სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს – დაიღუპა 6 ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტის  ვოლოდიმირ ზელენსკის  ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს  სამოქალაქო ობიექტებზე ქალაქ ნიკოლაევში.

ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით,  საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 6 პირი. მისივე თქმით, რაკეტები მოხვდა რეკრეაციულ ცენტრსა და ავტოფარეხს.

ვიტალი კიმის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა  7 საცხოვრებელი კორპუსი.

 

მსგავსი თემები