,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან, – აღნიშნულ ინფორმაციას „სიენენი”,  აშშ-ის ოფიციალურ  პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი დაავალებენ თავიანთ გუნდებს, იპოვონ გზა, რათა დაწიონ რუსული ნავთობის ფასი,  მოსკოვისთვის  შემოსავლის ძირითადი წყაროს ჩამორთმევის მიზნით.

,,მიზანი აქ არის რუსეთის დაუძლურება, რათა პუტინს ამოვუწუროთ ნაღდი ფულის მიღების წყარო და დავწიოთ რუსული ნავთობის ფასი, რომ შევამციროთ პუტინის ომის გავლენა“, – განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

იმის გამო, რომ ნავთობის ფასები გაიზარდა, რუსეთის ნავთობის შემოსავალი  გლობალური იმპორტის აკრძალვის მიუხედავად, გაიზარდა. ლიდერებს სურთ გამოიყენონ თავიანთი კოლექტიური ბერკეტები იმ შემოსავლის შესამცირებლად, რომელსაც რუსეთი იღებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ყიდულობენ მის ნავთობს.

მსგავსი თემები