,,გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახური”- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით, ბათუმის პორტში შემოსული გემი და არც გემთმფლობელი სანქცირებული არ არის, ტვირთის სკრინიგს  კი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს.

მისი თქმით, საქართველოში ნავსადგურები არის კერძო მფლობელობაში. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომერციულ საქმიანობაში ვერ ერევა.

„საქართველოში და საქართველოს ნავსადგურებში შემავალ ყველა გემთან მიმართებაში ორდონიანი სკრინინგი ტარდება – პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შესაბამისი დეპარტამენტები ახორციელებენ როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებაში და თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებული, მაშინ მას საქართველოს ნავსადგურებში არ ეძლევა შემოსვლის უფლება. რაც შეეხება ტვირთს, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.

საქართველოში ნავსადგურები არის კერძო მფლობელობაში. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომერციულ საქმიანობაში ვერ ერევა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოს გააჩნია შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც იცვლება საზღვაო ოპერაციების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნულ ინფორმაციას ვცვლით ყველა სახელმწიფო უწყება, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, რომ საქართველოს წყლებში – საქართველოს ნავსადგურებში უზრუნველყოფილი იქნეს, საზღვაო უშიშროება და პრევენცია შესაბამისი საფრთხეების.

ყველა გემთან მიმართებაში ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის სკრინინგს. თუ გემი ან გემის მფლობელი იმყოფება სანქციების სიაში, ჩვენ ამ გემს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოვიდეს. აღნიშნული გემი და არც გემის მფლობელი არ არის სანქცირებული. ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენციას ცდება, ეს არის შემოსავლების სამსახურის მანდატის ქვეშ“,- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ლევან დავითაშვილი ადასტურებს, ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთის შემოსვლას ადასტურებს

მსგავსი თემები